მთავარი
სტატიები
ამბულატორია
გალერეა
აფთიაქი
ჩვენს შესახებ
კონტაქტი
სარეაბილიტაციო განყოფილება
თერაპიის სახლთან არსებული დღის სტაციონარი გთავაზობთ ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობა-რეაბილიტაციას შემდეგი დაავადებების დროს:
  1. თავისა და ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის (ინსულტის და ტრავმის) შემდგომი პერიოდი;
  2. ბავშვთა ცერებრალური დამბლა;
  3. პარკინსონის დაავადება;
  4. გაფანტული სკლეროზი;
  5. ბრონქული ასთმა;
  6. ღამის ენურეზი;
  7. ხერხემლის დეფორმაციები და ოსტეოქონდროზი;
  8. ქვემო კიდურთა სისხლძარღვების ვარიკოზული დაავადება;
  9. პირველადი და მეორადი ლიმფოსტაზი;
  10. ვეგეტო-სოსხლძარღვოვანი დისტონია;
  11. ნევროზები;
  12. სხვადასხვა ფსიქო-სომატური დაავადებები.

სამკურნალო ღონისძიებები მედიკამენტური მკურნალობის გარდა მოიცავს ევროპაში აღიარებულ დამხმარე თერაპიებს:  ფიზიოთერაპია

 

სამკურნალო ევრითმია

(მოძრაობით თერაპია)

ხელოვნებით თერაპია

(ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება)

 

სარეაბილიტაციო მკურნალობის ეს კომპლექსური მეთოდი ეყრდნობა რა ადამიანთმცოდნეობის სულისმეცნიერულ საფუძვლებს, ააქტიურებს ადამიანის თვითგანკურნების ძალებს, რთავს პაციენტს მკურნალობის პროცესში. მის ირგვლივ შემოკრებილი თერაპიული წრე ზრუნავს მისი სხეულისა და სულის სიმრთელეზე და მათ ჰარმონიულ ერთობაზე.

დღის სტაციონარში 9-დან 17 საათამდე პაციენტი იმყოფება ექიმის და ექთნის მოვლა-მეთვალყურეობის ქვეშ, უტარდება ამბურატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები და პროცედურები. გარდა ამისა სადილობს და ისვენებს მისთვის გამოყოფილ კომფორტულ ოთახში.

 


შპს "თერაპიის სახლი"

გურამიშვილის გამზ. 72
0141 თბილისი, საქართველო

ტელ: (+995 32) 65 40 46 / 60 84 69
ტელ/ფაქსი: (+995 32) 65 40 49