მთავარი
სტატიები
ამბულატორია
გალერეა
აფთიაქი
ჩვენს შესახებ
კონტაქტი
ლაბორატორია

დიაგნოსტიკური საშუალებებიდან თერაპიის სახლში არსებობს კლინიკური და ბიოქიმიური ექსპრეს–ლაბორატორია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრაფია და ვიტალოგრაფია.

პაციენტს აქვს საშუალება ჩაიტაროს ყველა სახის გამოკვლევა თერაპიის სახლსა და მის პარტნიორ სამკურნალო დაწესებულებებში.

თერაპიის სახლში არსებული ექსპრეს–ლაბორატორია იძლევა საშუალებას ჩატარდეს საერთო კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევები.

საერთო კლინიკური გამოკვლევა: 

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ჰემოგლობინი
  • რეტიკულოციტები
  • ეოზინოფილები
  • ლიმფოციტები
  • თრომბოციტები
  • კოაგულოგრამა
  • სისხლის შედედების დრო
  • პროთრომბინის ინდექსი
  • შარდის საერთო ანალიზი
  • შარდის მცირე ანალიზი
  • გლუკოზის განსაზღვრა შარდში
  • ბილირუბინის განსაზღვრა შარდში
  • კეტონური სხეულების განსაზღვრა
  • საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური გამოკვლევა PAP–მეთოდით

ბიოქიმიური გამოკვლევა: 

  • c-რეაქტიული ცილა (CRP)
  • გლუკოზა
  • ბილირუბინი (საერთო) და ბილირუბინი (პირდაპირი)
  • GGT-გლუტამილტრანსფერაზა
  • ALT/GPT-ალანინამინოტრანსფერაზა
  • AST/GOT-ასპარტატამინოტრანსფერაზა
  • ქოლესტეროლი
  • HDL-ქოლესტერინი, VLDL-ქოლესტერინი, LDL-ქოლესტერინი, ათერიგენობის ინდექსი
  • ტრიგლიცერიდები

საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა (Pap-ნაცხი) 

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია გამოკვლევის ეს მეთოდი. მისი საშუალებით ხდება საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა პათოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა (საშვილოსნოს ყელის ჰიპერპლაზია ანუ ფსევდოეროზია, სხვადასხვა წარმოშობის კოლპიტები) და ამასთან იგი წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებას.

აღსანიშნავია, რომ თერაპიის სახლი თავისი პაციენტების გარდა საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიურ გამოკვლევას სთავაზობს სხვა სამკურნალო დაწესებულებებსაც. ესენია:

  • ტესტი ექიმთა სახლი
  • ,,სამკურნალო სახლი"
  • სეფსისის ცენტრი
  • ორთოდენტული ცენტრი

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პათოლოგიების ციტოლოგიური დიაგნოსტიკა (Pap-მეთოდით)

მნიშვნოლოვანია, რომ მეთოდი ასევე გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პათოლოგიების ციტოლოგიური დიაგნოსტიკისთვის. ეს მეთოდი იძლევა საშუალებას გამოვლენილ იქნას შემდეგი პათოლოგიები:

  • ვულგარული პემფიგუსი
  • ვირუსული სტომატიტი
  • ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული ცვლილებები
  • მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული ცვლილებები
  • წყლული
  • ანთება
  • ლეიკოპლაკია
  • პირის ღრუს ბეწვიანი ლეიკოპლაკია
  • სხივური დაზიანებები
  • კანდიდოზი
  • კეთილთვისებიანი სიმსივნეები
  • ავთვისებიანი სიმსივნეები

პარტნიორები 

თერაპიის სახლი აქტიურად თანამშრომლობს ,,ალფამედთან", სადაც ხდება შემდეგი გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება:

აუტოიმუნური პროცესების მაჩვენებელი

  • მერკერების გამოკვლევა
  • ჰორმონალური გამოკვლევა
  • TORCH-ინდექსით STD-ინფექცია
  • ვირუსემია–ბაქტერიემია

იმუნოფლუორესცენტრულ გამოკვლევას კი ატარებს შპს ,,აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა".

 

უკან

შპს "თერაპიის სახლი"

გურამიშვილის გამზ. 72
0141 თბილისი, საქართველო

ტელ: (+995 32) 65 40 46 / 60 84 69
ტელ/ფაქსი: (+995 32) 65 40 49